Sweeft Digital თანამშრომლობას იწყებს გერმანულ TESOBE-სთან, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების წამყვანი კომპანიაა ევროპაში ღია ბანკინგის სფეროში.
2020 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და ეროვნული ბანკის კოლაბორაციის შედეგად, შეიქმნა ღია ბანკინგის რეგულაცია, რომელიც ეყრდნობა Berlin Group-ის სტანდარტს და მისი პირველი ფაზა ძალაში შედის 2021 წლის 31 მარტიდან. გერმანიაში კომპანია TESOBE-ს მიერ მოხდა ღია ბანკინგის ერთ-ერთი პირველი აპლიკაციის პრეზენტაცია. სწორედ მათი გადაწყვეტილებით სარგებლობენ ისეთი გლობალური ბანკები, როგორიცაა BPN Paribas, Santander, Societe Generale და HSBC. TESOBE-ს გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია Berlin Group-ის სტანდარტთან.
Sweeft Digital-ისა და TESOBE-ს პარტნიორობის მემორანდუმს ხელი 2021 წლის 5 იანვარს მოეწერა და მისი მიზანია, ევროპის წამყვან ბანკებში დანერგილი ღია ბანკინგის გამოცდილების შემოტანა საქართველოში.
„TESOBE დაგვეხმარება ჩვენი მისიის შესრულებაში, საქართველოში ღია ბანკინგის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში და საბანკო სექტორის განვითარებაში. ჩვენი პარტნიორობა უზრუნველყოფს ფინანსური ინსტიტუტებისა და fintech-ით სარგებლობას ღია ბანკინგის ტექნოლოგიით და TESOBE-ს გამოცდილებით, ჩვენ მივცემთ ბანკებს შესაძლებლობას გამოიყენონ საერთაშორისო სტანდარტის გადაწყვეტილება“, - განაცხადა Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა ვახო თურნავამ.
„მოხარული ვართ, აქტიურად ვმონაწილეობთ საქართველოს ღია საბანკო რევოლუციაში. Sweeft Digital-ის ინოვატორ გუნდთან ჩვენი პარტნიორობის მეშვეობით, გავეცნობით რეგიონის საჭიროებებს. დარწმუნებული ვართ, TESOBE-ს Open Bank Project-ის გამოცდილებით და Sweeft Digital-ის გუნდის შესაძლებლობების შერწყმით, საქართველოში ღია ბანკინგის შესაბამისობა უფრო მარტივი იქნება“, - განაცხადა Simon Redfern-მა TESOBE-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
ღია ბანკინგის განვითარება მომხმარებელს დაეხმარება მართოს საკუთარი ფინანსები ერთიან სივრცეში.
Sweeft Digital პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი