მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტ მოლი - ადგილი, სადაც საოჯახო ტექნიკის ასორტიმენტის მრავალფეროვნება გაგაოცებთ (R)

608ad4a8777ec
BM.GE
29.04.21 19:43
892
XXI საუკუნის თაობას ალბათ ვერ წარმოუდგენია, როგორ ცხოვრობდნენ მათი მშობლები ჭურჭლის სარეცხი მანქანის, მიკროტალღური ღუმელის გარეშე, როგორ არ არსებობდა პულტიანი ტელევიზორი და სავარძლიდან ადგომა იყო საჭირო, არხიდან არხზე გადასართავად. სხვათა შორის, მაშინ ამდენი სატელევიზიო არხიც არ მაუწყებლობდა და თითზე ჩამოსათვლელად იყო გადაცემები, რომელთან ერთადაც საღამოს გაატარებდი. ცხოვრების განვითარებამ, ბუნებრივია, მოიტანა სიახლეები და დიასახლისებს საქმე ბევრად შეუმსუბუქა.

რა პროდუქტები და რომელი ბრენდებია წარმოდგენილი ექსტრაზე

იმისათვის, რომ ბევრი წვალების გარეშე შეიძინო ოჯახისთვის საჭირო ტექნიკა, ყველაზე დიდ ინტერნეტ მოლს Extra.ge-ს უნდა ეწვიო, სადაც საოჯახო ტექნიკის ფართო არჩევანი დაგხვდება. მოსახერხებელი საძიებო ფუნქცია და საიტზე თვალსაჩინოდ ჩაშლილი კატეგორიები, პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს და სასიამოვნოს ხდის.
საყოფაცხოვრებო და სამზარეულოს ტექნიკა - მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, საშრობი, გაზქურის ზედაპირი, გამწოვი, ბლენდერი, მიქსერი, ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი და ზოგადად, ყველა საჭირო ნივთი შენი სახლისთვის, შეგიძლია, შეარჩიო ფერის, ზომის, ფუნქციების მიხედვით, ისე, რომ ამ ყველაფერმა არ შეიწიროს ნერვები და კიდევ გაგიჩნდეთ აქ დაბრუნების სურვილი.

ექსტრა ბრენდების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა და წარმოადგენს, როგორც საოჯახო ტექნიკის ლიდერ ბრენდებს, ასევე გამომდგარ და ბიუჯეტურ - BOSCH, SAMSUNG, TOSHIBA, MIDEA, HYUNDAI, BEKO, SHARP და.ა.შ - აქ ყველაფერს ნახავთ, რასაც მოისურვებთ, თანამედროვე საოჯახო ტექნიკა ხომ ცხოვრებას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.

ონლაინ შეძენის უპირატესობები

რაც მთავარია, ექსტრაზე შეძენილი ნივთი მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მსურველებს, არ გიწევთ იმაზე დაფიქრება, რამდენად დიდხანს მოგემსახურებათ თქვენი ოჯახის „ახალი წევრი“. ხარისხი რომ ფასზე მაღალია, ამას ის საგარანტიო ფურცელიც მოწმობს, რომელიც 1 წლის განმავლობაში ნებისმიერი სახის ხარვეზს გამოასწორებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საიტის ყველასათვის გასაგები ინტერფეისი კიდევ უფრო მარტივს ხდის ძიების პროცესს, ბევრი წვალების გარეშე პოულობ იმ კატეგორიას, რაც გაინტერესებს და შემდეგ უკვე ძირითადი მახასიათებლების განხილვაზე გადადიხარ.

შეძენის შემდეგ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ელოდები ნივთს, რომელსაც 3 დღის განმავლობაში სასურველ მისამართზე მოგიტანენ.

კმაყოფილი დარჩი? ეს ერთი და სხვა მრავალი. ექსტრა მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე, შენ კი უკვე იცი, სად უნდა იყიდო საოჯახო ტექნიკა მარტივად.