მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz Air-ი პარიზის მიმართულებით სპეცრეისს ქუთაისის ნაცვლად თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს

5f15a03b0b1c1
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.20 17:36
1529
უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი პარიზის მიმართულებით სპეცრეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპრტის ნაცვლად, თბილისის აეროპორტიდან განახორციელებს.

ამის შესახებ თბილისის აეროპორტის ოპერატორის Tav Georgia-ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. 
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში BMG-ის განუცხადეს, რომ აეროპორტის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურიდან მოდიოდა. კერძოდ კი, მგზავრები ჩამოდიან საფრანგეთიდან, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მწვანე ზონის სტატუსის მატარებელია, შესაბამისად, საფრანგეთის მოქალაქეები, რომლებიც რეისს ჩამოჰყვებიან კარანტინის ზონაში არ გადავლენ და მათ შემოწმებები აეროპორტის ტერიტორიაზევე ჩაუტარდებათ, ამ პროცედურებისთვის კი მეტი სივრცე არის საჭირო. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რეისი არა ქუთაისის, არამედ თბილისის აეროპორტში დამჯდარიყო. 

ცნობისთვის: სპეციალური რეისი პარიზი-თბილისის მიმართულებით, 21:20 საათზე შესრულდება; თბილისიდან პარიზის მიმართულებით გაფრენა კი, 23 ივლისს, 09:00 საათზეა დაგეგმილი.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი https://wizzair.com. ამ დროისთვის კვლავ უცნობია თუ რა სიხშირით შეასრულებს Wizz Air-ი საქართველოში რეგულარულ რეისებს.