ლევან დავითაშვილი: „წყალტუბოს უნიკალური წყლის ლიცენზიის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება გარდამტეხი მომენტი იყო კურორტის სწორად განვითარებისა და წარმატების მისაღწევად“
„წლების განმავლობაში ვერ ვახდენდით იმ შესაძლებლობის ოპტიმალურად გამოყენებას, იმ პოტენციალის სრულად ათვისებას, რომელიც წყალტუბოს კურორტს გააჩნია, რადგან მისი მთავარი რესურსი - სამკურნალო წყალი არ იყო ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. ამიტომ, ვფიქრობ, რადონული წყლის ლიცენზიის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება გარდამტეხი მომენტია კურორტის სწორად განვითარებისა და წარმატების მისაღწევად და უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით მოვახერხეთ ამ ლიცენზიის დაბრუნება და ეს დღეს თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ ინვესტორისთვის, რომელიც წყალტუბოს კურორტში მოახდენს ინვესტირებას და პროექტებს დააფინანსებს“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ყველა რესურსი, რაც საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებშია წარმოდგენილი, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ინვესტორისთვის, რომელიც წყალტუბოს განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს.
„კურორტი ისტორიულად იყო განვითარებული მისი მთავარი სტრატეგიული რესურსით - ეს არის რადონით მდინარი წყალი. წყალტუბოს ისტორია მეშვიდე საუკუნიდან არის ცნობილი, ეს არის კურორტი, სადაც ამ დროიდან რადიოაქტიური წყლის სამკურნალო თვისებებს აღიარებდნენ, მე-12-13 საუკუნეში წყალტუბო იყო ძალიან პოპულარული დანიშნულების ადგილი, თუმცა, მე-18 საუკუნიდან უკვე თანამედროვე კურორტის სახით მიმდინარეობს წყალტუბოს განვითარება. მე-20 საუკუნეში ხდება კურორტის იმ პერიოდისთვის ახალი სიცოცხლის დაწყება და დაგეგმვა, სადაც სასტუმროები ამფითეატრის პრინციპით, წრიულად, უნიკალური მცენარეული ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული პარკის გარშემოა განლაგებული. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის წყალტუბოს სიძლიერე და ჩვენ გვსურს, რომ განვავითაროთ მსოფლიო დონის, მრავალფუნქციური, ფართო სეგმენტურ მოგზაურზე გათვლილი, მდგრადი და ინკლუზიური ბალნეოლოგიური კურორტი“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი