მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სწორედ ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი - კობახიძე

628353c518f83
მარიამ ვარადაშვილი
17.05.22 11:52
719
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, თავდაპირველად მმართველი პარტია არ აპირებდა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოხმაურებოდა, თუმცა შექმნილი “ისტერიულ კამპანიის” მიზანი მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობაა.

“ჩვენ ამ ადამიანებს ვერც სამართლის აღსრულების შეჩერების, ვერც ტელეკომპანიების ძარცვისა და ვერც სასამართლოზე ზეწოლის უფლებას ვერ მივცემთ.

უსათუოდ უნდა გამოვეხმაუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა. შესაბამისად, სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, <ნიკა> გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან თავისი არსით, ანტიევროკავშირი.

სამართლის უზენაესობის გარეშე კი, ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერც ისე და ვერც ასე ვერ გავხდებით. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს”, - განაცხადა კობახიძემ.