IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო საავიაციო ბაზარი არსებული სიტუაციიდან გამოსვლას დაახლოებით 7-დან 9 თვის პერიოდში დაიწყებს, - ამის შესახებ კომპანია SWOT Consulting Plus-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა "საქმიანი დილის" რუბრიკაში "საუბრები ავიაციაზე" განაცხადა.
რადუ ბეზნიუკის თქმით, ჩინეთში სამგზავრო გადაზიდვების გააქტიურება და მათი ძალისხმევა სამგზავრო მოცულობების ზრდის კუთხით, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.
"შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობის მქონე ავიაკომპანიებმა შემოსავლების გარეშე შეიძლება გაძლონ კიდევ 2-3 თვე და ბევრი ავიაკომპანია ვერ გაუძლებს ამ კრიტიკულ სიტუაციას. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ თუნდაც 7 თვის მერეც, დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაზრის მოცულობა არც თუ ისე დიდი იქნება, რადგან პირველ ეტაპზე იმოგზაურებს ის ადამიანები, ვინც ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე მოგზაურობს და ამ პირობებში ავიაკომპანიებისთვის გადარჩენა ძნელი იქნება.
ვფიქრობ, რომ ევროპაში სიტუაციის ეტაპობრივად დარეგულირებას დავინახავთ უკვე შემოდგომიდან, სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური სიძნელეების გათვალისწინებით, ბაზარზე მოთხოვნის შექმნა საკმაოდ რთული პროცესი იქნება. ძნელია ახლა რაიმეს პროგნოზირება, მაგრამ არსებული სიტუაცია ამის თქმის საშუალებას მაძლევს", - აცხადებს კომპანია SWOT Consulting Plus-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტრი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის