23.მარტი.2016 10:19
საფინანსო სექტორი

სწრაფი და ყველაზე რისკიანი სესხი - რა უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ სესხით სარგებლობისას

სწრაფი და ყველაზე რისკიანი სესხი - რა უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ სესხით სარგებლობისას
ონლაინ სესხი ეს არის სწრაფი სესხი, რომელიც გათვლილია მოკლე ვადაზე და გაიცემა სახლიდან გაუსვლელად. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ ტიპის სესხით, მომხმარებელს შეუძლია შესაბამისი ვებ გვერდის დახმარებით შეავსოს მარტივი აპლიკაცია და მიუთითოს მისთვის სასურველი სესხის ოდენობა. აპლიკაციის შესავსებად სახელის, გვარის, პირადი მონაცემების, საცხოვრებელი ადგილის და შემოსავლის მითითებაა საჭირო. იმისთვის, რომ ონლაინ სესხით ვისარგებლოთ ბანკისგან განსხვავებით არ არის საჭირო რეგისტრირებული შემოსავლის დაფიქსირება. მარტივი და სწრაფი სესხით სარგებლობა მაღალ რისკებს გულისხმობს, სწორედ ამიტომ სესხის გადავადების ან ვადაგადაცილების შემთხვევაში საკომისიო ძალიან მაღალია. ონლაინ სესხით სარგებლობა მოსახერხებელია მაშინ, თუ თანხა ხელფასამდე ან სხვა სახის შემოსავლის მიღებამდე მაქსიმუმ ერთ თვემდე ვადით გვჭირდება. სხვა შემთხვევაში, მომხმარებელს უწევს მაღალი საკომისიოს გადახდა, რათა სესხის დაფარვის ვადა გადაუვადდეს. ეს საკომისიო კი განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რამდენი დღით გვსურს სესხის დაფარვის ვადის გადაწევა. რაც შეეხება სესხის დამტკიცებას ხშირ შემთხვევაში კომპანიები მომხმარებელს პირველ სესხს 0%-ად სთავაზობენ, თუმცა მომდევნო სესხის შემთხვევაში საკომისიო 20%-ს აღწევს. სესხის ოდენობა კი საშუალოდ 50-750 ლარია.

როგორც წესი, სესხის დამტკიცების პერიოდში, არ ხდება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის გადამოწმება. შესაძლოა სესხი დაუმტკიცდეს ისეთ ადამიანს, რომელსაც აქვს მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება, აქვს იმ ოდენობით სესხები, რომ მისი შემოსავალი არ არის საკმარისი, გაუმკლავდეს ამ ვალდებულებებს. ასეთ შემთხვევაში კი იმის შანსი რომ მომხმარებელმა ერთ თვეში დააბრუნოს სესხის თანხა ძალიან მცირეა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის დაახლოებით 1%-ის გადახდა უწევს.

ონლაინ სესხის კომპანიებს შეუძლიათ სასამართლოს გზით მოსთხოვონ მომხმარებელს ვალის დაბრუნება. ისინი თანამშრომლობენ "კრედიტ ინფო საქართველოსთან". მსესხებლების შესახებ ინფორმაციას აწვდიან მათ და შესაბამისი ინფორმაცია მიეთითება თითოეული მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის ჩანაწერში. ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელი პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით.

საზოგადოება და ბანკები
ავტორი: ანა ბეროშვილი

18.აპრილი.2019 18:30
89

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა, სავალუტო დეპოზიტების განაკვეთი შეამციროს

ვრცლად
18.აპრილი.2019 16:05
268

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

ვრცლად
18.აპრილი.2019 12:10
247

სესხების ზრდის ტემპს FITCH-ი რისკად ასახელებს, ბანკებს რეიტინგის პერსპექტივა შეუმცირდათ

ვრცლად
18.აპრილი.2019 11:52
164

"მოსახლეობა ჭარბვალიანობისგან უნდა დავიცვათ, თუმცა ბიზნესს ხელი არ უნდა შევუშალოთ"

ვრცლად
18.აპრილი.2019 10:20
169

აზიის განვითარების ბანკი "კრედო ბანკს" 60 მილიონი ლარის სესხს გამოუყოფს

ვრცლად
17.აპრილი.2019 19:00
1729

ბანკებს უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 28%-მდე ეზრდებათ - რას ნიშნავს ეს?

ვრცლად