მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სხალთა ჰესი" ოპერირებას გაზაფხულის ბოლოს დაიწყებს

5e99f16fdbce9
ნინი ლონგურაშვილი
17.04.20 23:10
2144
„9 მეგავატი სიმძლავრის სხალთა ჰესი გაზაფხულის ბოლოს დაიწყებს ოპერირებას, რის შემდგომაც უკვე სრული სიმძლავრით ამუშავდება შუახევის ჰესების კასკადი", – ამის შესახებ "აჭარისწყალი ჯორჯიას" ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი ლაკირბაიამ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, "შუახევი ჰესის" ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო.

"შუახევი ჰესი წარმოადგენს, ქართული ენერგოსისტემის მნიშვნელოვან რგოლს, რომლის ოპერირება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შუახევი ჰესის გუნდმა მაღალი პროფესიონალიზმით გადალახა მის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა და წარმატებულად ოპერირებს 2020 წლის დასაწყისიდან.

სოფელ გორხანაულში კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია” ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიიჩნევდა, რომ ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი იყო დამონტაჟებულიყო წყლის ნაკადის მიმართულების შესაცვლელად სადრენაჟო სისტემა. კომპანიამ განახორციელა აღნიშნული სისტემის მონტაჟი, რის შემდგომაც წყლის ნაკადის დაგროვება აღარ ხდება.

პარალელურად, რეგულარულად მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის მონიტორინგი, მუდმივად ხდება ადგილზე ფოტო მასალის გადაღება, მიმდინარე დღეების მანძილზე გადაღებული კადრებიც მოწმობს, რომ გვირაბების შევსების შემდგომ წყლის დონე არ მომატებულა და ირგვლივ არსებული ტერიტორია მთლიანად მშრალია.

რაც შეეხება სოფელი მახალაკიძეების საკითხს, ჭირუხი-სხალთის დამაკავშირებელი გვირაბი 2019 წლის დეკემბერში შეივსო, ეს პერიოდი უხვი ნალექით გამოირჩეოდა, თოვლი ახლა იწყებს დნობას, მდინარის კალაპოტში არსებული წყლის დონის მატება, სწორედ შესაბამისი ბუნებრივი კლიმატური მოვლენების შედეგია. დაგემილი მონიტორინგის ფარგლებში, შუახევიჰესის გუნდის წევრები, მუდმივად ახორციელებენ ამ ტერიტორიის ინსპექტირებას, თუმცა, გვირაბიდან წყლის გაჟონვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, გვირაბის ხაზი ამ კონკრეტული ტერიტორიიდან თითქმის ნახევარი კილომეტრით არის დაშორებული", – განაცხადა გიორგი ლაკირბაიამ.