მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სხვადასხვა ტიპის შემწეობა მუშაობის მოტივაციის შემზღუდველი შეიძლება იყოს - გიორგი ხიშტოვანი

607c4364aae35
BM.GE
18.04.21 18:24
772
2021 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83 ათასი ადამიანით არის გაზრდილი და 541 ათასს შეადგენს. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ნახევარ მილიონ მოქალაქეს პირველად სწორედ COVID-19-ის პანდემიის ფონზე გადააჭარბა. 

როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ ლოქდაუნის და კრიზისის ფონზე ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაიზარდა. მისი თქმით, სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება უნდა იყოს, ამისთვის კი ერთ-ერთი მამოძრავებელი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა გახდეს. ამასთან, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გიორგი ხიშტოვანის აზრით ზოგიერთ შემთხვევაში მუშაობის დაწყების მოტივაციის შემზღუდველიც შეიძლება აღმოჩნდეს.

“სხვადასხვა ტიპის დახმარება შეიძლება პირიქით იყოს მუშაობის მოტივაციის შემზღუდველი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკა, რომ მეტი დახმარება მიიღოს შემწეობის მიმღებმა და ამით გაუმჯობესდეს გრძელვადიანად მისი მდგოამარეობა არის არარეალისტური. გამოსავალი არის ისეთი ტიპის მხარდამჭერი ღონისძიებების შემოღება, რომელიც მიმართული არა დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდაზე იქნება, არამედ შემწეობის მიმღები ადამიანების დასაქმებაზე. სასურველია ისინი კერძო სექტორში დასაქმდნენ და შემდეგ იყვენენ კონტრიბუტორები ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური ზრდის. ამისთვის უნდა შეიცვალოს პოლიტიკა და უნდა იყოს მიმართული ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებაზე და რეგულაციების შემსუბუქებაზე.”-აცხადებს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.

ცნობისთვის, .ბოლო ერთ წელიწადში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 18%-ით მოიმატა. სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 458 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი 541 764 შეადგინა, რაც მთლიანი მოსახლეობის 14,5%-ს შეადგენს.

ამასთან, ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 922 247-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 033 051 ადამიანია რეგისტრირებული.