მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაფლი, ცხოველების საკვები - პრიორიტეტული პროდუქტები, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე გავა

5eff3bd435c49
ელენე გოგბერაშვილი
03.07.20 19:00
1475

DCFTA-ის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ჩააბარა. ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება სახელდება ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რის გამოც ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. როგორც არველაძემ განმარტა, გასული წელს ისტორიული მაჩვენებელი დაფიქისრდა, როცა ექსპორტი 12 %-ით გაიზარდა, რაც რიცხვებში 819 მლნ დოლარს შეადგენს. საკომიტეტო განხილვაზე ისიც აღინიშნა, რომ  პანდემიის ფონზე  5 თვეში ევროკავშირში ექსპორტი 24%-ით შემცირდა, თუმცა სამინისტროს მოლოდინი აქვს, რომ ზრდის ტენდენციას 2021 წლიდან დავუბრუნდებით.

დღეს გახდა ცნობილი იმ პროდუქტების ნუსხა, რომელიც ქართულმა მხარემ ევროკავშირს წარუდგინა, როგორც პერსპექტიული პროდუქტები, რომელიც შესაძლებელია ევროკავშირში გავიდეს. ცხოველის საკვებისა და აკვაკულტურის გარდა ჩამონათვალში ბიოპროდუქტები და თაფლი შედის.

„ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება პრიორიტეტული პროდუქტების, რომელსაც პოტენციალი გააჩნია, რომ ევროკავშირის ბაზარზე განხორციელდეს ექსპორტი და ასევე წარმოებაც რომ განვითარდეს ქვეყანაში. ეს არის აკვაკულტურის მიმართულება, ეს არის ბიოპროდუქტები, ეს არის თაფლის მიმართულება, ასევე ბიოთაფლის წარმოება, ცხოველის საკვები. აღიარების ნაწილში ჩვენ აღნიშნული პროდუქტების დაიდენტიფიცირებას როდესც ვახდენდით, ასევე გადავდგით ნაბიჯი, რომ უფრო მალე დავუახლოვდეთ ევროკავშირის კანონმდებლობას, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული DCFTA-ითი წლების განმავლობაში.

ცხოველების საკვების მიმართულებით დავასრულეთ მუშაობა, დადებითი გადაწყვეტილება არსებობს, უბრალოდ ფორმალობებია დარჩენილი და ეს იქნება დამტებით ახალი პროდუქტი, რომელზეც ძალიან მაღალი მოთხოვნა არსებობს ევროკავშირის ბაზარზე, ასევე წარმოების მხრივაც არ არის განვითარებული მსოფლიოში, ასევე კონკურენციაც ნაკლებია და ჩვენ გვაქვს რეალური პოტენციალი, რომ აქ შევიდეთ. მწარმოებლები ელოდებიან ამ გადაწყვეტილებას, რადგან მათ აქვთ კონკრეტული კონტრაქტები გაფორმებული და წლის ბოლოს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ცხოველის საკვები გავიტანოთ ევროკავშირის ბაზარზე.

ასევე არის აკვაკულტურა, რაზეც გვაქვს ნარჩენების მონიტორინგის გეგმა უკვე გამზადებული, რომელსაც მივყვებით და ერთი წლის თავზე ალბათ მზად ვიქნებით, რომ აქვაკულტურის სხვადასხვა პროდუქცია განვათავსოთ ევროკავშირის ბაზარზე, რაზეც დიდი მოთხოვნაა“-აცხადებს გენადი არველაძე.