მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაღლითობის ბრალდებით პროკურატურამ დონალდ ტრამპსა და მის ოჯახს სასამართლოში უჩივლა

632b391188da0
გიორგი თოლორდავა
21.09.22 20:16
725
ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, მისი კომპანიისა და ოჯახის წევრების წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით სასამართლოში საქმე აღძრა.

პროკურორ ლეტიტა ჯეიმსის განცხადებით, ტრამპი და მასთან დაახლოებული პირები 2011-2021 წლებში ჩართულნი იყვნენ მასშტაბურ თაღლითურ სქემაში, რაც საფინანსო ინსტიტუტებისა და სადაზღვევო კომპანიების მოტყუებას ითვალისწინებდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მოტყუებითა და სხვადასხვა უკანონო მეთოდებით ხელოვნურად ზრდიდა საკუთარი აქტივების ღირებულებას და ცრუ ინფორმაციას აწვდიდა ბანკებს, რათა მათგან უფრო დიდი მოცულობის სესხები მიეღო, სადაზღვევო კომპანიებისგან კი - უკეთესი სადაზღვევო პაკეტი.

გენერალური პროკურორი ზარალის ანაზღაურების მიზნით სასამართლოსგან 250 მილიონ დოლარს და თავად ყოფილი პრეზიდენტისთვის თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

პროკურატურის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში დაიკითხა 65 პოტენციური მოწმე და შესწავლილ იქნა მილიონობით დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ დონალდ ტრამპი ბოროტად იყენებდა პრეზიდენტობით მინიჭებულ ძალაუფლებას და არღვევდა აშშ-ის კანონმდებლობას.