მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაიფუნის გამო Toyota– ს ქარხნები მუშაობას წყვეტს

5da099331b94c
მიხეილ ხაჩიძე
11.10.19 19:30
1280

 იაპონურმა მწარმოებელმა Toyota– მ იაპონიის მასშტაბით მდებარე, სამი ქარხნის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. დასავლური ბიზნეს-გამოცემების ცნობით, ამის მიზეზი ამინდის პროგნოზია.  ქვეყანაში უკვე მეორე დღეა  ძლიერი ტაიფუნს ელოდებია. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, სტიქია 12 ოქტომბერს  უფრო გაძლიერდება და  იაპონიას მძიმე დარტყმას მიაყენებს.


შესაბამისად რისკების თავიდან აცილების მიზნით, რამდნეიმე დღით იაპონური ავტომწარმოებელი ქარხნებს ხურავს და თანამშრომლებს შვებულებაში უშვებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის განახლდება სამუშაოები Toyota–ს ფაბრიკებში.


აღსანიშნავია, რომ იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, გარკვეულ პრეფექტურებში, იქ სადაც სტიქია ყველაზე ძლიერია, მთავრობა ადგილობრივებს უსაფრთხოების ზომების მიღებისა და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.