მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაილანდი კრიპტოვალუტის საგადახდო საშუალებად გამოყენებას კრძალავს

623c1e48c7abd
გიორგი თოლორდავა
25.03.22 00:30
1307
ტაილანდის მთავრობის შეფასებით, კრიპტოაქტივები საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემებს, რის გამოც ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) ტაილანდის მასშტაბით კრიპტოვალუტის საგადახდო საშუალებად გამოყენების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

მარეგულირებლის განმარტებით, პირველი აპრილიდან კომპანიებს, ბიზნესებს და სავაჭრო ბირჟებს კრიპტოვალუტის საშუალებით საგადახდო სერვისების მიწოდება და მიღება აეკრძალებათ, კანონის დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმა დაეკისრებათ.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება კრიპტოაქტივების ფლობაზე, რადგან ინვესტორებსა და ტრეიდერებს ბირჟებზე ციფრული აქტივებით ვაჭრობის უფლება ისევ ექნებათ . თუმცა საგულისხმოა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინვესტორთათვის გარკვეული ლიმიტის დაწესების ინიციატივასაც განიხილავს.

ტაილანდელების დაინტერესება ციფრული აქტივების მიმართ თითქმის ყოველწლიურად იზრდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ წელს ტაილანდელების მიერ საკუთრებაში არსებული კრიპტოაქტივების საერთო მოცულობამ 3.4 მილიარდ დოლარს, საინვესტიციო და სავაჭრო ანგარიშების რაოდენობამ კი თითქმის 2 მილიონს მიაღწია.

კრიპტოვალუტის შეზღუდვის ფონზე, ტაილანდის მთავრობა საკუთარი ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნას ცდილობს, რომლის საცდელ ვერსიაზე მუშაობა ცენტრალურმა ბანკმა უკვე დაიწყო, თუმცა როდის იქნება ის მზად ფართო მოხმარებაში ჩაშვებისთვის, ჯერჯერობით უცნობია.