მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაივანი კოვიდ-ზარალის დასაძლევად $7.5 მილიარდს დახარჯავს

60af919c54729
ნათია თაქთაქიშვილი
27.05.21 23:15
873
ტაივანი კორონავირუსით გამოწვეული ზარალის დასაძლევად 7.5 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, თანხები დაიხარჯება ისეთი სეგმენტების სუბსიდირებაზე, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ, მაგალითად როგორიცაა ტაქსის მძღოლები და გიდები.

CNN-ი წერს, რომ ეკონომიკის მასტიმულირებელი ახალი პაკეტის განხილვა მიმდინარე თვის ბოლოს იგეგმება. თუკი ტაივანის მთავრობა აღნიშნულ პაკეტს დაამტკიცებს, ეს იქნება მეოთხე ინიციატივა კორონავირუსით გამოწვეული ზარალის დასაძლევად.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე პანდემიით გამოწვეული ზარალის დასაძლევად, ქვეყანამ 15 მილიარდი აშშ დოლარი უკვე დახარჯა.