მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაკერ კარლსონის სამსახურიდან გაშვება FOX NEWS-ს $700 მილიონი დაუჯდა

644fcbd4030a8
გიორგი თოლორდავა
01.05.23 19:00
3647
ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის, ტაკერ კარლსონის სამსახურიდან განთავისუფლების სიახლე Fox Corporation-ის ინვესტორებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კომპანიის აქციების ღირებულება თითქმის 6%-ით დაეცა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 700 მილიონი დოლარით შემცირდა.

ამ შედეგის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ Fox News-ს კარლსონის განთავისუფლება საკმაოდ ძვირი დაუჯდა. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კარსონმა, შესაძლოა, ტელევიზიას სასამართლოში უჩივლოს, რაც ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს.

ტაკერ კარლსონი Fox News-ის ყველაზე რეიტინგული დილის შოუს წამყვანი და პოლიტიკური კომენტატორი იყო, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელება. კარლსონის მტკიცებით, დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნები გააყალბა, ჯო ბაიდენის გამარჯვება კი დამსახურებული არ იყო. უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროების ფონზე, Fox News-ის ხელმძღვანელობამ გასულ კვირას კარლსონის სამსახურიდან განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.  

Fox-ის აქციების ვარდნა ყველაზე ნეგატიურად კომპანიის თავმჯდომარის, რუპერტ მერდოკის ქონებაზე აისახა, რომელმაც 24 საათში 182 მილიონი დოლარი დაკარგა.