მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თალაკვაძე თუ რატიანი - ვის დაუჭერს მხარს პაატა იმნაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე?

61b99f4a6d4fb
ინგა მურუსიძე
15.12.21 11:56
674
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ განხილვის შემთხვევაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე როგორც დეპუტატ არჩილ თალაკვაძის, ისე ექიმ ლევან რატიანისა კანდიდატურასაც დაუჭერს მხარს.

ასე უპასუხა მან "TV პირველის" მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვებს, თუმცა იმნაძის თქმით, „ჯერჯერობით მინისტრი არის ეკატერინე ტიკარაძე და ვინ დაიკავებს მის პოსტს წლის ბოლოს, ეს არ იცის“.

კითხვას - დაუჭერს თუ არა მხარს არჩილ თალაკვაძეს, პაატა იმნაძე ასე პასუხობს: „რატომაც არა?“. რაც შეეხება ლევან რატიანს, იმნაძის თქმით, მხარს მასაც დაუჭერს, რადგან „კარგი ბიჭია".

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელი უფრო მოსწონს კომპეტენციის მიხედვით, იმნაძემ პასუხს თავი აარიდა და ხუმრობით უპასუხა -  „მოწონებით ანჯელინა ჯოლი მომწონს“.

ეკატერინე ტიკარაძემ პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა, თუმცა წლის ბოლომდე თავის გუნდთან ერთად, მინისტრის მოვალეობას ასრულებს.