მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თალაკვაძის პასუხი კობერიძეს - ეკატერინე ტიკარაძე მზადაა, პარლამენტის წინაშე წასრდგეს

5e217abf8a65e
ინგა მურუსიძე
17.01.20 13:19
821
ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტის წინაშე საგაზაფხულო სესიაზე რეგულარული კალენდრით წარსდგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ განცხადებით უპასუხა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან კობერიძეს, რომელმაც თქვა, რომ გასული წლის განმავლობაში პარლამენტმა მინისტრის მოსმენა ვერ შეძლო.

„ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე მოსული იყო პარლამენტში, შესაბამისად, მან დაადასტურა მზადყოფნა, რომ მინისტრის საათის ფარგლებში მოესმინა დეპუტატების კითხვები. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სესია იხურებოდა და ვერ შევძელით მინისტრის მოსმენა ჩაგვეტარებინა ბოლო სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი წარდგება უკვე საპარლამენტო ზედამხედველობის კალენდრის ფარგლებში, რომელიც გაწერილია, მას შემდეგ რაც 4 თებერვალს საგაზაფხულო სესია გაიხსნება. აღნიშნული კალენდრის ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძე იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც პარლამენტის წინაშე წარსდგება“, - განაცხადა თალაკვაძემ.