მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ ჩუგოშვილი: წინ ძალიან ცოცხალი, შესაძლოა მძიმე და მწვავე პარლამენტი გველოდება

5f5775d815a92
ლიკა გურაბანიძე
08.09.20 22:43
836
პარლამენტარმა და ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობა “საქმიან დილაში” საუბრისას შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა მისი ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, რამდენიმე მნიშვნელოვანი მექანიზმი უკვე შექმნა, თუმცა არის რიგი საკითხები, რომელიც ყურადღებას კვლავ საჭიროებს.


“იდეალურ სიტუაციაში პარლამენტი რამდენიმე საკითხს უნდა უზრუნველყოფდეს: 1.პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, რომ გადაწყვეტილებები სისტემური და თანმიმდევრული იყოს. 2. ყველაფერი ხარისხიანი კანონმდებლობით გამყარებული იყოს. 3.მთავრობის კონტროლს და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფდეს.




წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტს ეს ფუნქციები თითქმის არ შეუსრულებია. ძირითადად კანონშემოქმედებითობაა და ეს კანონპროექტებიც ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მოდის.” - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 



როგორც პარლამენტარი განმარტავს, გასული 4 წლის განმავლობაში პარლამენტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა ამასთან იყო ხარვეზებიც.



“ისეთი რამ გავაკეთეთ, რაც საერთოდ არ ყოფილა, მაგალითად: მინისტრები პარლამენტში საათების და დღეების განმავლობაში კრიტიკულ კითხვებს პასუხებს სცემენ და ეს მათი ყოველდღიურობა გახდა, ასევე თემატური მოკვლევები გვაქვს, რომელიც პარლამენტს არასდროს ჰქონია. მაგრამ, მთავარი მექანიზმები გამოყენებული მაინც მინიმალურად იყო. კერძოდ, საგამოძიები და სხვა დროებითი კომისიები.



წინ ძალიან ცოცხალი, შესაძლოა მძიმე და მწვავე პარლამენტი გველოდება, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ⅓-ს შეეძლება საგამოძიებო კომისიების შექმნა, რაც არასდროს არ ყოფილა და ეს მხოლოდ უმრავლესობას შეეძლო.



ის მექანიზმები რაც ამ მოწვევის პარლამენტში შევქმენით მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის დიდი იარაღი იქნება. იმედი მაქვს რომ ამას ეფექტურად და სწორად გამოიყენებენ.” - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.