მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: 4,750 ადამიანს ფაიზერზე ჯავშანი არ დაუდასტურდა

60fd553c79c48
BM.GE
25.07.21 16:05
952
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 4,750 ადამიანს ფაიზერის ვაქცინაზე ჯავშანი არ დაუდასტურდა. გაბუნიას თქმით, ამ ადამიანების უმეტესობა "ბუსტერ" დოზაზე რეგისტრაციას ცდილობდა, თუმცა ამჟამად საქართველოს ვაქცინაციის პროგრამა "ბუსტერ" დოზებს არ ითვალისწინებს. 

ეკატერინე ტიკარაძის მოადგილის თქმით, სამინისტრო გახსნის ამ დოზებზე რეგისტრაციის ხელახალ შესაძლებლობას.  

"გუშინ დაიწყო რეგისტრაცია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომელიც დონაციის გზით მივიღეთ ამერიკის მთავრობისგან. გუშინ დღის ბოლომდე სულ დარეგისტრირდა 157 ათასამდე პირი, აქედან ჯავშანი დაუდასტურდა 142 195 ადამიანს, 4 750-ს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა, რადგან მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო და მაინც დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათაც შეიყვანეს მონაცემები ბაზაში. ასე რომ, ხუთი ათასამდე ჯავშანი არ შედგა და ეს ადგილები ბუნებრივია, დაემატება პორტალს.

4 750 გაუქმებულ ჯავშანს უკავშირდება ისეთი მიზეზები, როგორიც არის ბუსტერ დოზაზე დარეგისტრირების მცდელობა ან უკვე არის აცრილი პირი, რომელმაც საიტის მუშაობის შემოწმების მიზნით შეიყვანა თავისი მონაცემები პორტალზე და დაიკავა ადგილი. ამას სჭირდება ადმინისტრაციული რესურსი, დრო იკარგება. თხოვნა მექნება, რომ მსგავსი ქმედება არ განახორციელონ, რადგან ბუსტერ დოზებს ჩვენი პროგრამა არ ითვალისწინებს და პროგრამული დადასტურება არ მოხდება“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, განაცხადა თამარ გაბუნიამ.