მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ ამცრელი ბრიგადების ანაზღაურება გაიზრდება

60c86043b2dda
ინგა მურუსიძე
15.06.21 12:32
313
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ ამცრელი ბრიგადებისთვის ანაზღაურება გაიზრდება. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო  საკითხს განიხილავს და მიმდინარე კვირაში ფინანსთა სამინისტროს შესაბამის კალკულაციას წარუდგენს.

"კლინიკებთან ვმუშაობთ და ბოლო 1 კვირის განმავლობაში 16 ჰისპიტალი და 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება არის მზად, რომ ეტაპობრივად ჩაერთონ პროგრამაში. გარკვეულწილად კოვიდის შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებებს ჰქონდათ დიდი დატვირთვა და დამატებითი ფუნქციის თავის თავზე აღება გაუჭირდათ. ახლა დატვირთვა ნელ-ნელა მცირდება და მათ გამოხატეს მზაობა, ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთონ. ეს დაეხმარება თბილისს, რომ აცრის დამატებითი კაბინეტები გაჩნდეს. 

რაც შეეხება პროცესში ფინანსურ მოტივაციას, ჩვენ დამატებით ხარჯები გავითვალისწინეთ და ვფიქრობთ, ამ კვირაში წარვუდგენთ ფინანსთა სამინისტროს კალკულაციას, რაც საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის, რომ მომწოდებელს ჰქონდეს ფინანსური მოტივაციაც", - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვას - განისაზღვრება თუ არა ორჯერადად აცრის ღირებულებად 10 ლარი, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ დაახლოებით, ეს თანხა დადგინდება.

შეგახსენებთ: ამ დროისთვის ორჯერადი აცრის ღირებულება 5 ლარს შეადგენს. კლინიკების ნაწილი აცხადებს, რომ ანაზღაურება დაბალია.