21.აპრილი .2021 15:39

თამარ გაბუნია აღდგომის დღესასწაულზე დამატებით შეზღუდვებს არ გამორიცხავს

თამარ გაბუნია აღდგომის დღესასწაულზე დამატებით შეზღუდვებს არ გამორიცხავს
views 278
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აღდგომის დღესასწაულზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს. როგორც გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით, რომელიმე სახის აკრძალვაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„აღდგომამდე გასავლელი გვაქვს თითქმის 10 დღე; ხშირად 10 დღე ეპიდემიოლოგიურ სურათს ცვლის, ამიტომ ვნახოთ რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. დამატებითი შეზღუდვების საკითხი შესაძლოა დადგეს; დღევანდელი მდგომარეობით, ამას ვერ გამოვრიცხავ“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ღამისთევას, რომელიც აღდგომას ტაძრებში მიმდინარეობს, თამარ გაბუნიას თქმით, "კომენდანტის საათის" მოხსნა არ იგეგმება.

„ის წესები, რაც საპატრიარქოსთან გავიარეთ და ზოგადად, ეპიდემიოლოგიურ სურათს ცვლის, ყველასთვის ცნობილია და სააღდგომო დღესასწაულებზეც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პროცესების წესების დაცვით ჩატარება. დღევანდელი მდგომარეობით, ღამე გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა