მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები აპრილის ბოლოს შემოვა, „ფაიზერის“ - ივნისში

606c3591b131d
ინგა მურუსიძე
06.04.21 14:28
1182
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებითი დოზები საქართველოში აპრილის ბოლოს შემოვა, ხოლო „ფაიზერი“ - ივნისში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ „ფაიზერთან“ დაკავშირებით თავად მწარმოებელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია.

„ქვეყანა „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს აპრილის ბოლოს მიიღებს, ხოლო „ფაიზერის“ მცირე რაოდენობას "კოვაქსი" პლატფორმიდან - ივნისის ბოლოს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის: ამ დროისთვის საქართველოში სამი ვაქცინაა შემოსული - ბრიტანული „ასტრაზენეკა“(43 200 ათასი დოზა), ამერიკული „ფაიზერი“(29 250 დოზა) და ჩინური „სინოფარმი“(100 000 დოზა); მოქალაქეების აცრა ჯერჯერობით მხოლოდ „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“ მიმდინარეობს.