მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: ახალი სსიპ-ის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნა სწორი გადაწყვეტილებაა

5f4e1b7a665a9
ინგა მურუსიძე
01.09.20 14:00
2592
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ სამინისტროში ახალი სსიპ-ის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნა სწორი გადაწყვეტილება იყო.

როგორც გაბუნია ამბობს, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შექმნა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ქვეყანაში ჯანდაცვის პრიორიტეტულობაზე მინიშნებს.

„ახალი სსიპ-ის შექმნა მიანიშნებს ჩვენს წინსვლას საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიზნებისკენ, რაც არის ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მიზანი. ჯანდაცვის პროგრამის უნიკალურობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის პროგრამების დაგეგმარებას, ასევე, მართვას სჭირდება განსაკუთრებული ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა, საჭიროდ ჩაითვალა ჯანდაცვის პროგრამების განმახორციელებელ ერთეულს ჰქონოდა მეტი ავტონომია და დაქვემდებარება სამინისტროს ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ ეს სსიპ ცალკე ჩამოყალიბდა, რადგან ეს არის ჩანასახი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს გამართული მექანიზმი უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის აღსრულებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ახალი სსიპ-ის თანამშრომლებს, თამარ გაბუნია ამბობს, რომ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში ამ კუთხით მომუშავე ადამიანები ახალ სსიპ-ში გადაინაცვლებენ, ხოლო დირექტორის და სხვა ხელმძღვანელი პირების შესარჩევად კონკურსები გამოცხადდება.