მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: დღეისთვის თავისუფალია 672 საწოლი

5fd71fb786359
ინგა მურუსიძე
14.12.20 12:22
791
დღეისთვის covid-პაციენტებისთვის მობილიზებული საწოლის რაოდენობა 7 222-ია. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტაციონარებში სულ  6 539 პაციენტი მკურნალობს.

„რაც შეეხება საწოლფონდს, მობილიზებული საწოლების რაოდენობა დღეისთვის 7 222-ია, აქედან კოვიდის მკურნალობისთვის სტაციონარში იყო 6 539 პაციენტი, ხოლო შეფასებისთვის - 198 პაციენტი. მათ შორის 1 335 არის ისეთი, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, 405 პაციენტი კი იმყოფება რეანიმაციაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეს დილით 672 თავისუფალი საწოლია. "მცირედი შემსუბუქება აღინიშნება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.