12.მარტი .2020 20:38

თამარ გაბუნია: „კერძო სექტორი პირველი დღიდან არის მზად"

views 261
უკან

„საჭიროების შემთხვევაში კერძო სექტორის გამოყენება სრული მზაობით იქნება შესაძლებელი“ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, კერძო კლინიკები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პირველივე დღიდან არიან ჩართულები და მათი დახმარება საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით მოხდება.

„კერძო სექტორი პირველივე დღიდან ჩართულია და ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან დიდი ნაწილი ჰოსპიტალები არის კერძო. დღეს უკვე შემთხვევების მართვა, როდესაც პირი ჩამოდის საეჭვო ქვეყნიდან, აქვს ტემპერატურა და მიმართავს კერძო კლინიკას, ის მზად არის იმისთვის რომ აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება, თუმცა, საბედნიეროდ არცერთი შემთხვევა არ დადასტურდა. აქ არის მექანიზმი კერძო და სახელმწიფო თანამშრომლობის ტესტირების ნაწილში, ტესტირებას ასრულებს ლუგარის ლაბორატორია და დამატებითი ფილიალებიც ჩაერთვებიან რეგიონების მხრიდან.

ჩვენ ასევე ვფიქრობთ კერძო სექტორის ნაწილში ტესტირებების შესაძლებლობის გაფართოებას, თუმცა, გარკველი სიფრთხილე გვმართებს ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში.

კერძო სექტორი პირველი დღიდან არის მზად იმისთვის, რომ პასუხი იყოს შესაფერისი, ინსტრუქცია აქვთ მიღებული და ჩვენ ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კერძო სექტორის გამოყნება, როცა ამის საჭიროება დადგება სრული მზაობით იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა გაბუნიამ.