მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: „კოვიდშემთხვევების რაოდენობა მცირდება, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია”

62fb488192a3c
BM.GE
16.08.22 11:40
770
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნუ
ლი ცენტრი აგრძელებს აქტიურ მეთვალყურეობას კოვიდშემთხვევების გავრცელების დინამიკაზე.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია განმარტავს, აღნიშნული პროგნოზი საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებას ემყარება.

„სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის შეფასებებისგან, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, თავი შევიკავოთ”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.