მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: PCR თუ სხვა ტესტების მარაგებზე დეფიციტი მოსალოდნელი არაა

5e830b5e9ccf2
ინგა მურუსიძე
31.03.20 13:22
636

PCR თუ სხვა ტესტების მარაგებზე დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„როგორც PCR ტესტების მარაგზე, ასევე სხვა მარაგების შევსებაზე ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი  მუშაობს. ამ ეტაპზე მარაგები არის და შევსებას ველოდებით უახლოეს მომავალში. დეფიციტის რისკს ჩვენ ვერ ვხედავთ იმ პროგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს; ამ კუთხით პრობლემებს არ ველოდებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ხვალ სამინისტრო მარაგების რევიზიას გეგმავს.