მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: პედაგოგებისთვის სამედიცინო უნივერსიტეტში ვაქცინაციის ცალკე სივრცე მოეწყობა

61051a6c5b269
თამთა ჯიჯავაძე
31.07.21 13:38
453
სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ვაქცინაციის ახალმა ცენტრმა დაიწყო მუშაობა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, აღნიშნულ სივრცეში პედაგოგებისთვის ცალკე მოეწყობა ვაქცინაციის წერტილი.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალ სასწავლო წელს შევხვდეთ უსაფრთხო, სასკოლო გარემოში. ამდენად, სკოლის პერსონალის, პედაგოგიური პერსონალის, სხვა პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება მნიშვნელოვანი. ამ სივრცეში მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს, როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება გრძელდება, ჩვენ დამატებით კიდევ მივიღეთ დღეს დამატებითი დოზები და ასე გაგრძელდება ყოველკვირეულად, ვიდრე არ ამოიწურება ჩვენთვის განკუთვნილი მილიონზე ოდნავ მეტი დოზა „ფაიზერის“, ასე, რომ ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია, ვაქცინაციის ცენტრები და ადგილები ყოველდღიურად ემატება, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის ყველა სხვა წერტილში, სოფლად დაიწყება ასევე ვაქცინაცია აქტიურად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.