მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია ტესტების პასუხის 3 დღემდე გაზრდის მიზეზს განმარტავს

5f69e41008e80
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.20 15:50
898
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებლების ზრდის გამო ტესტების პასუხის დაყოვნების პერიოდი 3 დღემდე გაიზარდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ტესტების პასუხის 7-8 დღიან დაგვიანებას შეეხებოდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა.

„გარკვეული დაგვიანებები იყო იმ კუთხით, რომ თუ ჩვენ ტესტების პასუხი გვქონდა 24 საათის განმავლობაში, დიდი რაოდენობით ტესტირებების გამო პასუხის დაყოვნების პერიოდი, დაახლოებით, 3 დღემდე გაიზარდა.

ხშირად საჭირო ხდება პასუხის გადამოწმება, რასაც შესაძლოა, დამატებითი დრო დასჭირდეს, ამ მხრივ საველე ტესტირებების პასუხები, ამ ეტაპისთვის, სრულად ამოწურულია და ვფიქრობთ, ხვალ-ზეგიდან დავუბრუნდებით 24 საათიანი ტესტირების პასუხებს",  - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ტესტირების პასუხის მომლოდინე ადამიანმა იზოლაციის პირობები უნდა დაიცვას.