მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კვლავ "მწვანე ზონაშია"

5f6f31322a16a
BM.GE
26.09.20 16:12
932
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანა მაინც ე.წ. "მწვანე ზონას" განეკუთვნება. მისი თქმით არსებული სტატუსი შეიცვლება თუ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზრდება. 

"გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება. ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით - 19. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი - მაღალი რისკის ქვეყნები. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის - 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე). " - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატება აღინიშნებოდა, საქართველო ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს.

"4 დონიანი შუქნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა შიდა მიზნებისთვის ვიყენებთ, არის იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ ინციდენტობის რომელ დონეზე რამდენი ტესტი უნდა ჩატარდეს, სად არის განსაკუთრებით აქტიური კერები, რა საწოლფონდი უნდა იყოს მობილიზებული იმ რაოდენობის შემთხვევებისთვის, რომელიც ქვეყანაში ვლინდება. საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს." - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-ით გაიზარდა და ამჟამად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 4960-ს შეადგენს. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ ინფიცირებულებიდან 166 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა, თბილისში კი ინფიცირების 41 შემთხვევა გამოვლინდა. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.