მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნიას თენგიზ ცერცვაძის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია არ აქვს

5f759e69acc28
BM.GE
01.10.20 12:00
1402
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.

„ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. მეორე დღეა ბათუმში ვარ და მსგავს ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია. ერთი რამ ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ჩამოსასვლელად - ეს ინფორმაცია გაჟღერდა დღეს. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ჩამოსვლას აპირებს ამ დღეებში, ისე როგორც მარინა ეზუგბაია იყო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორობასთან ერთად, თენგიზ ცერცვაძე  მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს წევრია.