მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნიას თქმით, სასტუმროებში მკურნალობა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ჰოსპიტალში

5f5f5d05a4074
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.20 23:40
1149
„სასტუმრო მომსახურება ყოველთვის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე - ჰოსპიტალური", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ BM.GE-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სასტუმროებში მკურნალობის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, სასტუმროებთან ინფიცირებულთა მიღების შემთხვევაში განსაკუთრებული მოთხოვნები არ ყოფილა.

„სასტუმროების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ გვაქვს, გარდა იმისა რომ ჩვენ შემოვიტანეთ სტანდარტი საკარანტინე სასტუმროებისთვის. მხოლოდ დავამატეთ მოთხოვნა სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით, რადგან სამედიცინო მეთვალყურეობა საჭირო იქნება იმ კონტიგენტისთვის, ვინც ამ სასტუმროში გადავა.

თუ არის 30 პაციენტი, ერთ გუნდს ემატება კიდევ ერთი ექთანი, ხოლო თუ 50-ზე მეტი პაციენტია, მაშინ იქ მუშაობს 2 სამედიცინო ჯგუფი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, კოვიდ-სასტუმროებში გადაყვანილ პაციენტებს ნაკლები სამედიცინო ჩარევა ესაჭიროებათ, შესაბამისად ხარჯიც ნაკლებია.

„რაც შეეხება ღირებულებას, სასტუმრო მომსახურება ყოველთვის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ჰოსპიტალური მომსახურება, რადგან ჰოსპიტალურ პირობებში სასტუმროს მომსახურებას სამედიცინო სერვისის ხარჯი ემატება. როდესაც ვსაუბრობთ კონტიგენტზე, ვისაც მინიმალური სამედიცინო ჩარევები ესაჭიროება, ბევრად უფრო ეფექტურია მათი მკურნალობა ჰოსპიტალს გარეთ. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ სასტუმროზე, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ბინაზე მკურნალობაზეც“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.