14.ივლისი .2022 16:17

თამარ მეფის გამზირზე 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ იზღუდება - მერია

თამარ მეფის გამზირზე 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ იზღუდება - მერია
views 1473
უკან

თამარ მეფის გამზირზე 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ამოქმედდება და სამუშაოები ძირითადად, თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.

„სამუშაოების განმავლობაში, არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მხოლოდ ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მოხდება.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება“, - განმარტავენ მერიაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა