მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ თანდაშვილი ტურიზმის სამინისტროს შექმნის ინიციატივით გამოდის

5e42ff312f045
BM.GE
12.02.20 00:21
4206
თამარ თანდაშვილი ტურიზმის სამინისტროს შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ექსპერტი ავიაციის საკითხებში „ფეისბუქზე“ წერს.

"თუ ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის ინდუსტრია ასეთი მნიშვნელოვანია, რატომ არ შეიძლება არსებობდეს ტურიზმის სამინისტრო, რომელიც გააერთიანებს ტურიზმის ადმინისტრაციას, აეროპორტის ოპერატორს და მსგავს უწყებებს და ექნებათ ერთიანი კოორდინირებული პოლიტიკა. ასეთი მოდელი ბევრ ქვეყანაშია და გაცილებით უფრო ეფექტური“, - წერს თანდაშვილი.

მისივე თქმით, ავიაციის პოლიტიკის განსაზღვრა, ტურიზმის განვითარების სტრატეგია, საგარეო კულტურული პოლიტიკის გატარება ერთიანი სქემით ბევრად მეტი ეფექტის მომტანია.

„მეზობელი ქვეყნების დაპარტნიორება თუ ახალი ავიამიმართულებების აღმოჩენა, განვითარება ამ უწყების პრიორიტეტი შეიძლება იყოს და ჩვენი გადასახადებიც უფრო ეფექტურად გადანაწილდება. არაფერი რომ არ ვთქვათ რესპოდენტების კომპეტენციასა და ინტერესებზე, მედია აშუქებს თემებს საავიაციო კონკურენციასა და უწყებების პოლიტიკის შესახებ და მიღმა რჩება ინსტიტუციური პრობლემა. მაგალითად დოჰაში რომ იმართება ქვეყნის პრომო ღონისძიება, საქმის კურსში უნდა იყოს კერძო სექტორი და მყისიერად ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და გამოიყენოს შესაძლებლობა. თავის მხრივ თუ რომელიმე ავიაკომპანია ახალი მიმართულებით აპირებს ბაზრის გახსნას, კერძო სექტორმა გამოიჩინოს ინიციატივა და კოლაბორაცია შედგეს. მე უნდა შეიცვალოს "ჩვენ"-ით, ასე კეთდება დიდი საქმეები და პოზიტიური ციფრები ტურიზმის ადმინისტრაცია თავისი გუნდით და ხელმძღვანელით კომპეტენტურად უძღვება საქმეს და მეტი ფუნქციის მინიჭებით კიდევ უფრო წინ წაწევს ქვეყანას. თქვენ რას ფიქრობთ?“, - წერს ექსპერტი ავიაციის საკითხებში „ფეისბუქზე“.