13.ივლისი .2020 20:31

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებულ 35-მდე ფიჭვს ჭრიან

views 449
უკან

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება.

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, თამარაშვილის ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლსა და ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვის მოჭრა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, უკვე მოიჭრა ხუთი ფიჭვი და სამი კედარი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თითოეული მოჭრილი ხე ახალი ნარგაობით ჩანაცვლდება. გამწვანებულ თარგებში 50-მდე ხე და 50-მდე ბუჩქი დაირგვება. აღნიშნულ ტერიტორიებზე, მოვლისა და აღდგენის მიზნით, ხეებზე სხვლა-ფორმირების სამუშაოებიც განხორციელდა.

სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.

სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.