მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარაშვილზე მომხდარი ხანძარი ლოკალიზებულია - „ბინაში ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი“

5fad14331bf63
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.20 14:55
954
დღეს თამარაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ამის შესახებ BM.GE-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი თუმცა დამატებით დეტალებს ვერ აკონკრეტებენ.

„თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში გაჩნდა ხანძარი. ამ დროისთვის ადგილზე 4 სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ბინაში დაგვხვდა მამაკაცის ცხედარი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.