მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ დაუშვილი: რეგულაციები ძალიან სახიფათოა და მისი გამოყენება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს

5e006c8e548f3
ინგა მურუსიძე
23.12.19 13:15
1021
კომპანია „დიოს“ გენერალური დირექტორის თამაზ დაუშვილის განცხადებით, რეგულაციები ძალიან სახიფათო ფაქტორია და მისი გამოყენება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს.

როგორც გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში დაუშვილმა განაცხადა, არსებობს რეგულაციები, რომელიც მისაღებია და ამაზე არავინ დავობს.

„რეგულაციები ძალიან სახიფათო ფაქტორია და მისი გამოყენება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს. არსებობს რაღაც რეგულაციები, რომელიც აუცილებლად მისაღებია - მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ასევე ეკოლოგიასთან დაკავშირებული, მაგრამ როცა საუბარია, საბანკო რეგულაციებზე, როცა საუბარია იმაზე, რომ უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემაზე შეზღუდვები დაწესდეს და როცა დეპოზიტები კვლავ უცხოურ ვალუტაშია, სად უნდა წავიდეს ეს დეპოზიტი?! ჩვენ მთავრობას მოლოდინი ჰქონდა, რომ ლარიზაციის შედეგად კურსი დასტაბილურდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი გახდა მხოლოდ და მხოლოდ სურვილად იმის გამო, რომ ლარის სტაბილიზაცია არ არის ლარზე მოთხოვნის გაზრდა. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალია, რომ შევძლოთ სწრაფი განვითარება. ახლა იდება ძალიან ბევრი ვიდეო, როგორი განვითარებულია თბილსი, თუმცა გვავიწყდება, რომ რეგიონებში არაფერი განვითარებულა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. არ მინდა ვთქვა, რომ უარესობისკენ წავიდა. ჩვენ თავისუფლება მოვიპოვეთ, ეს ყველაფრად ღირდა, მაგრამ არსებობს მოთმინების ზღვარი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონებიც, სოფლებშიც თოთოეულ ადამიანამდე მივიდეს განვითარება“, - განაცხადა დაუშვილმა.