მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ დაუშვილი: „სირაქლემას პოზიციაში ყოფნით წინ ვერ წავალთ“

602e599805798
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.21 22:34
1058
კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს აფასებს და აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დამტკიცებულმა ახალმა პრემიერმა და მთავრობამ მთავარი აქცენტი ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა გააკეთოს.

„სირაქლემას პოზიციაში ყოფნით წინ ვერ წავალთ“ - ამბობს BM.GE-სთან ინტერვიუში თამაზ დაუშვილი და განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების დანახვა, რომლის წინაშეც პანდემიის პერიოდში დადგა ქვეყანა.

„საინტერესო იყო ბიზნეს სახლის გაჩერებული იდეა, სადაც ბიზნესი ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებდა იმ სერვისებს, რაც სჭირდებოდა, განსაკუთრებით ეს ეხება ინვესტიციებს. საქართველო ძალიან დიდ კონკურენციაშია. თუ გვგონია, რომ საქართველო ის ადგილია, სადაც ყველა მოილტვის რომ ინვესტიცია განათავსოს. ძალიან დიდ კონკურენციაში ვართ და ვფიქრობთ, ჩვენი რეიტინგები პირიქით გაუარესდა, ამასთან პანდემიიდან გამომდინარე ინვესტორები კიდევ უფრო კონსერვატიულები ხდებიან და იმ ბაზრებზე კონცენტრირდებიან, სადაც ინვესტიციები უფრო დაცული იქნება და ნაკლებ რისკებს გასწევენ.

ამიტომ, გამოწვევა მომავალი მთავრობისთვის არის ის, თუ როგორ გავხადოთ ქვეყანა უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის. თუ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით უცხოური ინვესტიცია არ შემოვიდა, ეკონომიკური კრიზისიდან ვერანაირად ვერ გამოვალთ. მთავრობამ  საბანკო სესხებზე რაც არ უნდა შეღავათები და დაფინანსებები გააკეთოს, იქნება ზღვაში წვეთი, იმასთან შედარებით, რასაც მოუტანს ქვეყანას დასავლური, ევროპული ინვესტიციები, რომლებიც უზრუნველყოფს ქარხნების გახსნას, მივიღებთ ქართულ პროდუქციას, რომელიც ექსპორტზე გავა. ინდუსტრია რომ მუშაობდეს, ასე არ ვიქნებოდით დამოკიდებული ტურიზმზე და ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. კომუნიკაცია მაქვს პოლონეთთან, გერმანიასთან, სადაც აბსოლუტურად არ იგრძნობა პანდემიის გავლენა, პირიქით მათი წარმოება უფრო გაიზარდა, რადგან ჩინეთიდან ვეღარ ხდება წარმოებული პროდუქტის შეტანა. შესაბამისად, საჭიროა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია. გამოწვევა ძალიან დიდია და მათ შესაბამისი პასუხი სჭირდებათ“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.