მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქო 20 თეთრით გაძვირდა - ზვიად სხვიტარიძე

5e01be102b2c1
თამუნა ქემერტელიძე
24.12.19 11:25
2420
თამბაქო 20 თეთრით გაძვირდა. როგორც bm.ge-ის British American Tobacco (BAT)-ს კორპორატიულმა და იურიდიულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ განუცხადა, საქმე არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრენდს, არამედ ყველა დასახელების პროდუქციას ეხება.

“ფასი დღეს დილით გაიზარდა 20 თეთრით, თუმცა ეს გაძვირება საბოლო არაა, შემდეგ წელს ფასები კიდევ აიწევს. ჩემი ვარაუდით, ეს პროცესი გაზაფხულზე დაიწყება და შეიძლება ორ ეტაპად იყოს. ჯერ 20 თეთრით მოიმატებს, შემდეგ კი - 20-30 თეთრით. ეს ყველაფერი გამოწვეულია არათანმიმდევრული პოლიტიკით და აქციზით. რა თქა მუნდა, ლარის კურსსა და ინფლაციასაც გავლენა აქვს, თუმცა აქციზის წილი ძალიან დიდია. თუ პროცენტულ მაჩვენებლებში ვიტყვით, 80%-85% არის აქციზის რადიკალური ზრდის წილი, ხოლო დანარჩენი 10-15% კი - ინფლაციის და ლარის კურსის წვლილია”, - აცხადებს სხვიტარიძე.

მისივე თქმით, თამბაქოს ფასი წელს უკვე მეოთხედ გაიზარდა, რაც არც ერთ წელს არ მომხდარა.

“პირველ ეტაპზე ზრდა 50 თეთრი იყო, მერე კიდევ 50 თეთრი, ხოლო შემდეგ 40 და 20 თეთრიანი ზრდა იყო”, - აღნიშნა სხვიტარიძემ.