მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტში შესული თანხა შემცირებულია

5edd23ee20ff4
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.20 21:08
1096
2020 წლის ბიუჯეტის შესრულების 4 თვის ანგარიშის მიხედვით, მთავრობის შემოსავალი აქციზის გადასახადიდან შემცირებულია. სულ იანვარ-აპრილის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ აქციზის გადასახადიდან 328,058,297 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წელთან შედარებით 11.59%-ით ნაკლებია. კლება შეიმჩნევა როგორც თამბაქოს, ასევე ნავთობპროდუქტების სააქციზო შემოსავალში.

დოკუმენტის მიხედვით, სულ პერიოდის განმავლობაში 62,898,000 აქციზური მარკის რეალიზება მოხდა, მიღებულმა შემოსავალმა კი 114,340,468 ლარი შეადგინა. 2019 წელთან შედარებით ეს თანხა 15,785,614 ლარით, ანუ 12.13%-ით ნაკლებია.

თუკი თამბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავლის კლება პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას უკავშირდება, ნავთობპროდუქტებიდან მიღებული აქციზის შემცირების მთავარი მიზეზი ვირუსის გავრცელებასთან ერთად, გლობალურად ნავთობზე ფასების ვარდნაა. შედეგად, იანვარ-აპრილის პერიოდში საწვავის აქციზიდან მიღებული სააქციზო შემოსავალი 126,957,506 ლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 32,460,736 ლარით, ანუ 20.36%-ით ნაკლები იყო.