მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დიდი მოგება ნახოს - გამყრელიძე

5ed36d913a538
დავით ჯალაღონია
31.05.20 12:40
1171
თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც არის უზარმაზარი, 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში, ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და ე.წ მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის მოხმარება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თამბაქოს დღესთან დაკავშირებით Facebook live-ში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს თამბაქოს დღის მთავარი თემა თამბაქოს ინდუსტრიისგან ახალგაზრდების დაცვაა. ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

"თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც არის უზარმაზარი, 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში, ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და ე.წ მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის მოხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ, ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეოება ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული ყოველმხრივ გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ მათ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა.

მეორეს მხრივ, თამბაქოზე დამოკიდებულ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ მიატოვონ თამბაქოს მოწევა და ამისთვის არსებობს დღეს სამკურნალო საშუალებები და მთელი რიგი მეთოდოლოგიები, რომ გადავაჩვიოთ ადამიანები მოწევას
", - განაცხადა გამყრელიძემ.