ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემდგომი გაძლიერების თაობაზე შემუშავებული ხედვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააცნო შეკრებილებს და განაცხადა, რომ „მოქმედ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თამბაქოს კონტროლის გაძლიერებასთან მიმართებაში“.
საკანონმდებლო ცვლილებების ძირითად პრინციპებზე კი NCDC-ის თამბაქოს კონტროლის ჯგუფის იურისტმა თამარ აბულაძემ ისაუბრა და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას.
გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებში.
ინიციატივა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო