მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს კონტროლის შესახებ პარლამენტის დადგენილება - ნიკა ნანუაშვილის შეფასება

607d55c4e5bed
BM.GE
19.04.21 14:08
1499
საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე მიიღო დადგენილება. დოკუმენტში გასული წლების განმავლობაში ამოქმედებული რეგულაციების შესრულების ხარისხი მაღალია, რამაც უკანასკნელ წლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობაზეც დადებითი გავლენა იქონია.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვული BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ საჯარო სივრცეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის კუთხით რეგულაციები შეიძლება ეფექტურად შეფასდეს. თუმცა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ იქიდან გამომდინარე რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა კონტრაბანდული და გაურკევევლი წარმოშობის სიგარეტის რეალიზაცია, რთულია საუბარი იმის შესახებ რომ ამ კანონმდებლობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დადებითი ეფექტი ჰქონდა.

“საჯარო სივრცეებში, რესტორნებში და ოფისებში მოწევა აიკრძალა. დიახ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ეფექტურია. მართალია მაინც ხდება ამ აკრძალვის დარღვევა, მაგრამ ამ ნაწილში შედეგები მეტნაკლებად მართლაც არსებობს.

ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ტრადიციულ თამბაქოსთან მიმართებით არის ის, რომ ფასის გამო საკმაოდ მაღალია კონტრაბანდის მაჩვენებელი. საეჭვო წარმომავლობის თამბაქოს ნაწარმი არის გავრცელებული, განსაკუთრებით რეგიონებში. სოფლად საკმაოდ დიდია არალეგალური თამბაქოს და თუთუნის მოხმარების ფაქტები და ეს ვერანაირად ვერ განიხილება ეფექტურად მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის კუთხითაც, რადგან ეს არის უხარისხო თამბაქოს პროდუქტი, რომელიც ბუნებრივია ჯანმრთელობაზე მავნე გავლენას ახდენს,”- ამბობს ნიკა ნანუაშვილი.

ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურუდიული დირექტორი ყურადღებას ამახვილებს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმ ჩანაწერზე, რომელიც ერთნაირად განიხილავს ჩვეულებრივ სიგარეტსა და თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს. მისი თქმით, არაერთ ქვეყანაში ამ კატეგორიის პროდუქტებზე განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს, რაც დაკავშირებულია ახალი თაობის პროდუქტების პოტენციალთან ხელი შეუწყონ თამბაქოს ზიანის შემცირებას.

“ამ კატეგორიის პროდუქტების ერთნაირად განხილვა წინააღმდეგობაშია მათ შორის ევროპული ქვეყნების პრაქტიკასთან და არამხოლოდ ევროპულ, არამედ იგივე აშშ-ში არსებულ პრაქტიკასთანაც. ქვეყნების ნაწილმა აღიარა, რომ თამბაქოს ახალ ნაწარმს აქვს თამბაქოს ზიანის შემცირების პოტენციალი. ქვეყნების ნაწილი კი ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია. არაერთი დამოუკიდებელი კვლევა ადასტურებს, რომ მათ შორის გამოყოფილი ნივთიერებების ნაწილში თამბაქოს ახალი ნაწარმი ნაკლებად მავნებელია. რა თქმა უნდა ის არ არის უვნებელი, მაგრამ ნაკლებად მავნებელია ტრადიციულ სიგარეტთან მიმართებით.

თუ საუბარია ზიანის შემცირებაზე, უნდა იყოს განხილვა იმაზეც თუ რამდენად შეგვიძლია მწეველებს შევთავაზოთ ნაკლებად მავნე ალტერნატივა ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი. თუ ერთნაირ რეგულაციაში მოვაქცევთ ჩვეულებრივ სიგარეტს და იმ პროდუქტს, რომელსაც აქვს ზიანის შემცირების პოტენციალი ბუნებრივია არ იქნება ეს სწორი და ჩავკეტავთ შესაძლებლობას, რომ ჩამნაცვლებელი ალტერნატივა დავუტოვოთ თამბაქოს ნაწარმის მომხმარებლებს,”- აღნიშნავს ნიკა ნანუაშვილი.