მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი - როგორ დავაჩქაროთ პროგრესი?

60954efc6a3d8
BM.GE
07.05.21 18:29
1803
2021 წლის 5 მაისს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” გენერალურ დირექტორად და დირექტორთა საბჭოს წევრად იაცეკ ოლზაკი დაინიშნა. ამ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება 2020 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა.

2008 წლიდან PMI აქტიურად მუშაობს მეცნიერულად დასაბუთებული, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის შექმნასა და კომერციალიზაციაზე. 2016 წელს კი კომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა ტრანსფორმაციის შესახებ.

“ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო “ფილიპ მორისის” ტრანსფორმაციას და, PMI-ს გუნდთან ერთად, დავაჩქარო კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელების პროცესი. მეცნიერული ინოვაციების თვალსაზრისით, PMI თამბაქოს ინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა და ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ამბიცია, 2025 წლისთვის კომპანიის მოგების 50%-მე მეტი უკვამლო პროდუქტების რეალიზაციის შედეგად მივიღოთ”, - განაცხადა იაცეკ ოლზაკმა.

„PMI-ს მიზანი, გზა და ტემპი ნათელია - ჩვენი ძალისხმევა მეცნიერულად დადასტურებული, უკვამლო მოწყობილობების შექმნისა და კომერციალიზაციისკენ მივმართეთ. თუმცა, კითხვაზე პასუხი: თუ რამდენად სწრაფად დადგება უკვამლო მომავალი? ჩვენს, როგორც საზოგადოების ძალისხმევაზე არის დამოკიდებული.

გვჯერა, რომ სწორი რეგულაციებისა და საზოგადოების მხარდაჭერის შედეგად, მომავალი 10-15 წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდება ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შეწყვეტა და მათი თამბაქოს ინოვაციური პროდუქტებით ჩანაცვლება.“- განაცხადა იაცეკ ოლზაკმა.

საქართველოს ბაზარზე PMI-მ უკვამლო პროდუქტის კომერციალიზაცია გასული წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის დასასრულისთვის დაახლოებით 25, 000 ზრდასრულმა მწეველმა სიგარეტის მოხმარება უკვამლო ალტერნატივების მეშვეობით უკვე ჩაანაცვლა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის პროცესში როგორც სახელმწიფოს ასევე კომერციული სექტორის სწორი ინიციატივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ინივაციური მიდგომების მიმართ ღია რეგულაციური ჩარჩოს პირობებში კომპანიის მიერ გაცხადებული გეგმები სავსებით რეალისტურია. ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლება და მისი მოხმარების შემცირება ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანდაცვაზეც დადებითად აისახება.

„ქვეყნები, რომლებიც უფრო ღია მიდგომას ატარებენ თამბაქოს უკვამლო პროდუქტების მიმართ, ამ მიდგომის შედეგად მათში მცირდება ტრადიციული სიგარეტის მოხმარება და ეს ქვეყნები მოხმარების შემცირების სამიზნეს უფრო მალე მიაღწევენ, ანუ შედეგს, როდესაც ტრადიციული სიგარეტის მოხმარება საერთოდ მინიმუმამდე დავა. მაგრამ იმ ქვეყნებში სადაც უფრო კონსერვატიული შეხედულებების გამო უფრო ნაკლებად დაუშვებენ ბაზარზე თამბაქოს ახალ ნაწარმს, მათ უფრო გაუჭირდებათ სიგარეტის მოხმარების შემცირება, რაც თავისთავად მათ შორის მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც აისახება,“- ამბობს ნიკა ნანუაშვილი.