21.ივლისი .2021 13:08

თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი - ბრიტანელი პარლამენტარების ინიციატივა

თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი - ბრიტანელი პარლამენტარების ინიციატივა
views 855
უკან

დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების ჯგუფმა (APPG) მთავრობას წარუდგინა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების კატეგორიის გაფართოებას და მათზე დაწესებული რეგულაციების მსგავსი საკანონმდებლო ვალდებულებების სხვა, შემცირებული რისკის მქონე ნიკოტინის პროდუქტებზე გავრცელებას. ინიციატივის ამოცანაა, ხელი შეუწყოს დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 7 მილიონ მწეველს, თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას და გადავიდნენ შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობების მოხმარებაზე.

ამჟამად, დიდ ბრიტანეთში მოქმედი რეგულაციები უმეტესწილად თამბაქოს კონტროლის ევროდირექტივაზე არის დაფუძნებული. ახალი ინიციატივის შედეგად კი შესაძლებელი გახდება კანონმდებლობისა და ბაზარზე არსებული ინოვაციური პროდუქტების ერთმანეთთან დაახლოება და მოწყობილობების შესაძლო პოტენციალის ათვისება, რაც ტრადიციული თამბაქოს მოხმარების შემცირებას შეუწყობს ხელს.

პარლამენტართა ინიციატივის თანახმად, საჭიროა თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების სხვა უკვამლო მოწყობილობების მსგავსად რეგულირება. ასევე, სნუსის ბაზარზე კომერციალიზაციის ნებართვის გაცემა. ამასთანავე, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების ავზებისა და ნიკოტინის შემცველობის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს მწეველთა მხრიდან თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე გადასვლას, რადგან ხშირ შემთხვევაში, ნიკოტინის დაბალი შემცველობა და ავზის სიმცირე წარმოადგენს იმ მთავარ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის მწეველებს, თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას.

პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ მსგავსი რეგულაციების დაწესება ხელს შეუწყობს ბაზარზე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.

ამასთანავე, APPG-მა მთავრობას მოუწოდა, რომ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია 2021 წლის ნოემბერში დაგეგმილ თამბაქოს კონტროლის კონფერენციაზე (FCTC COP9) წარადგინოს.

ახლა, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი შესაძლებლობები იმისა, რომ მოვახდინოთ ჩვენი რეგულაციების გადაფასება და მივმართოთ ისინი უფრო გონივრული გადაწყვეტილებების მიღებისაკენ. ბაზარზე თამბაქოს ახალი, შემცირებული რისკისა და უკვამლო ალტერნატივების გამოჩენა და მათი შესაძლო სარგებელის გამოყენება შესაძლებლობას მოგვცემს, 2030 წლისთვის განვახორციელოთ ჩვენი ამბიციური მიზანი - შევქმნათ თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი”, - განაცხადა მარკ პაუსმა, ბრიტანელმა პარლამენტარმა.

თუმცა, ამ პროცესში მთავარ პრობლემას ინფორმაციის ნაკლებობას და დეზინფორმაცია წარმოადგენს.

“ჩვენ მთავრობას ვურჩევთ, რეგულაციებში თანმიმდევრული და მკაფიო წესების იმპლემენტაცია განახორციელონ. ეს ხელს შეუწყობს მომხმარებლის მხრიდან თამბაქოს უკვამლო ალტერნატივებზე გადასვლას და დაეხმარება მათ, თავი დაანებონ ტრადიციულ მოწევას”, - ამბობს მარკ პაუსი.

პარლამენტარების ინიციატივის თანახმად, საჭიროა ინფორმაციული კამპანიების წარმოება და მომხმარებლისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება იმისათვის, რომ მათ შეძლონ გონივრული არჩევანის გაკეთება.