მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს მაღაზიის შექმნის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს

625d29c3efe71
მარიამ ვარადაშვილი
18.04.22 21:00
2150
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც სურსათის მაღაზიების ბიზნესიდან თამბაქოს გამოცალკევებას გულისხმობს, მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო წინადადებაზე უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს როგორც ბიზნესომბუდსმენმა, ასევე ეკონომიკის სამინისტრომ.

“აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს ცალსახა უარყოფითი პოზიცია აქვს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს უარყოფით პოზიციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და დღეს მოქმედი კანონი თამბაქოს სფეროში სრულად ასახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივის ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, ამ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით კომიტეტს უარყოფითი პოზიცია გააჩნია”,-განაცხადა სონღულაშვილმა.

რაც შეეხება საკანონმდებლო წინადადებას, ის დავით მებაღიშვილს ეკუთვნის და ითვალისწინებს სურსათის მაღაზიის ბიზნესისგან თამბაქოს გამოცალკევებას. კერძოდ, თამბაქოს მაღაზია ცალკე უნდა იყოს, რომელსაც ექნება სპორტული ფსონების ბილეთების განთავსების უფლება. ავტორის განცხადებით, ამით გაჩნდება ინტერნეტკაზინოს გონივრული ალტერნატივა და კიდევ უფრო გაიზრდება მცირე ბიზნესის რაოდენობა.