მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს მოხმარება და მწეველის ფილტვებისთვის მიყენებული ზიანი

620cd5267e06a
BM.GE
16.02.22 14:40
1520
დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია. ყოველწლიურად მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით კი 8 მილიონი ადამიანი იღუპება.

მოწევასთან დაკავშირებული ზიანის მთავარ გამომწვევ მიზეზს თამბაქოს კვამლი წარმოადგენს. თამბაქოს კვამლი 6000-მდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთაგან 100 მავნე ან პოტენციურად მავნე ნივთიერებად სახელდება.

სიგარეტის მოხმარების დროს, მწეველის ფილტვებში კვამლთან ერთად კუპრიც ხვდება.

კუპრი ეს არის მუქი ფერის, წებოვანი, ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც თამბაქოს წვის პროცესში წარმოიქმნება. კუპრი მწეველის ფილტვებში გროვდება, ნარჩენებისგან გასათავისუფლებლად კი ფილტვის იმუნური უჯრედები კუპრის გარშემო გროვდება.

ტოქსიკურ ნივთიერებებსა და იმუნურ უჯრედებს შორის “ბრძოლის” პროცესში ვითარდება ანთება. შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი რამდენიმე წლის განმავლობაში მოიხმარს სიგარეტს, ფილტვებში განვითარებული ანთება იცვლის ფერს და ქსოვილი შავდება.

სიგარეტში კუპრის რაოდენობის გაზომვა ლაბორატორიის პირობებში ხდება: ფილტრის საშუალებით მეცნიერები აცალკევებენ მძიმე ნაწილაკებს, შემდეგ გამოყოფენ წყალსა და ნიკოტინს. შედეგად, კუპრის შემცველობა სიგარეტის სიძლიერეს განსაზღვრავს.

ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, ელექტრონული სიგარეტები და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები არ იყენებენ წვის ტექნოლოგიას, შესაბამისად, არ გამოყოფენ კვამლს და კუპრს. შედეგად, ამცირებენ მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას და ეს სამეცნიერო კვლევებით არის დადასტურებული.

მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ამცირებს მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას, ისინი არ არის სრულიად უსაფრთხო.