თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება - დღეს პარლამენტმა 66 ხმით, ერთი მოსმენით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.
კანონის ერთ-ერთი ინიციატორის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან და განლაგებასთან დაკავშირებული ნორმების, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებული ნორმის ამოქმედების ვადის ცვლილებას გულისხმობს.
„აღნიშნული ნორმები ამოქმედდება 2024 წლის 31 ივლისიდან, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა“, -განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საუბარია რეგულაციაზე, რომლის ამოქმედების შემდეგაც, საქართველოში თამბაქოს ნაწარმი ერთნაირი, სტანდარტიზებული შეფუთვით გაიყიდება. პარლამენტი განიხილავს ამ მოთხოვნის ამოქმედების 2024 წლის 31 ივლისიდან გადავადების შესაძლებლობას, რადგანაც ამ რეგულაციის ამოქმედების პირობებში ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის დეფიციტი შეიძლება წარმოიქმნას. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი უკრაინაში იწარმოებოდა, სადაც 24 თებერვლის შემდეგ წარმოება ფაქტობრივად გაჩერებულია, ხოლო კომპანიებს არ აქვთ საკმარისი სიმძლავრეები, რათა უშუალოდ საქართველოს სტანდარტისთვის სადა შეფუთვის პროდუქცია დაამზადონ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი