მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები - FDA-ს მორიგი გადაწყვეტილება

623190a4673c7
BM.GE
16.03.22 11:21
1708
თანამედროვე სამყაროში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბაზარზე თამბაქოს ალტერნატიული - უკვამლო მოწყობილობები ჩნდება, რომლებიც, არაერთი გავლენიანი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების თანახმად, ამცირებენ თამბაქოს მოხმარების შედეგად მწეველის ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. მეცნიერულ და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე დაყრდნობით შექმნილი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები, ტრადიციული სიგარეტისგან განსხვავებით, გახურების ტექნოლოგიას იყენებენ, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებების გამოყოფას.

აღსანიშნავია საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ ინსტიტუტების, ექსპერტებისა თუ მთავრობების მზარდი რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ თამბაქოს ალტერნატიული, უკვამლო პროდუქტების მნიშვნელობას მწეველებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის. სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევენ. თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო, პოტენციურ სარგებელს აღიარებს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაც, რაზეც მათი მორიგი გადაწყვეტილება მეტყველებს.

ამა წლის 11 მარტს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ გასახურებელი მოწყობილობის, IQOS 3-ის, ამ პროდუქტის, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის (MRTP) მარკეტინგის ნებართვა გასცა.

FDA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციამ აღიარა IQOS 3 მოწყობილობა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა, შეამციროს მოწევის შედეგად ადამიანის ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს IQOS 3-ის სისტემასა და ტრადიციულ სიგარეტს შორის არსებულ განსხვავებას და აღიარებს, რომ თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის მოხმარება ტრადიციული სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს არჩევანს წარმოადგენს.

• FDA მიუთითებს, რომ IQOS-ი ტრადიციული სიგარეტისგან ფუნდამენტურად განსხვავებულ პროდუქტს წარმოადგენს.

FDA-ს განცხადების თანახმად, ხელმისაწვდომი მტციკებულებები აჩვენებს, რომ:

• “IQOS-ის მოწყობილობა საგრძნობლად ამცირებს მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყოფას“;

• „IQOS-ის მოწყობილობა არ წვავს თამბაქოს, არამედ იყენებს გახურების ტექნოლოგიას“;

• „სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ტრადიციული სიგარეტის IQOS-ით სრულად ჩანაცვლება მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის ორგანიზმზე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენას“.

აღსანიშნავია, რომ ეს არის რიგით მეორე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის, როგორც „მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის“ ავტორიზაცია, რომელიც აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ შექმნილ IQOS-ის მოწყობილობას მიანიჭა. 2020 წლიდან „მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის“ სტატუსით IQOS 2.4 მოწყობილობაც სარგებლობს.

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს მაგალითს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისათვის და მარეგულირებელი ორგანოებისთვის, რომელთაც სურთ, შეამცირონ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანი და შექმნან თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი.

დღეს, საქართველოში დაახლოებით 800 000 მწეველია. უდავოა, რომ მოწევასთან დაკავშირებული რისკების შემცირების პროცესში საუკეთესო გადაწყვეტილებას მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს, თუმცა, მწეველთა დიდი ნაწილი არ ანებებს თავს მოწევას. მწეველები საჭიროებენ, წვდომა ჰქონდეთ მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციაზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.