მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს წვა, როგორც მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი

6139b7356ef81
BM.GE
09.09.21 11:21
1800
მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს სიგარეტის კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებები იწვევს - ეს სამეცნიერო მტკიცებულებაა, რომელიც არაერთ კლინიკურ თუ ლაბორატორიულ კვლევას ეფუძნება.

რატომ კვამლი?

სიგარეტის მოწევის რიტუალი წვით იწყება. მწეველი უკიდებს ღერს, შედეგად სიგარეტში არსებულ თამბაქოს 6000C-მდე ახურებს, რაც ქიმიური პროცესის დაწყებას განაპირობებს.

თამბაქოს წვის შედეგად გამოთავისუფლდება ნიკოტინი - ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში დოფამინის (კმაყოფილების ჰორმონის) გამოყოფას უწყობს ხელს.

საზიანოა თუ არა ნიკოტინი?

ნიკოტინი ბუნებრივი წარმოშობის ორგანული ნივთიერებაა, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ნეირონებზე. შედეგად, ანელებს გულისცემას, ამცირებს არტერიულ წნევას და მოქმედებს როგორც, ერთი მხრივ, სტიმულანტი, მეორე მხრივ კი როგორც დამამშვიდებელი ნივთიერება,

სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ნიკოტინი არ წარმოადგენს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ უშუალო მიზეზს. თუმცა, ის რისკის შემცველია, რადგან იწვევს დამოკიდებულებას.

მაშინ, რა იწვევს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებს?

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კვამლი, ნიკოტინთან ერთად შეიცავს 6000-მდე ქიმიურ ნივთიერებას, მათგან 100 კი მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებების - ფილტვის კიბოს, კარდიოვასკულარული დაავადებებისა და სასუნთქი გზების ანთების გამომწვევ მთავარ მიზეზად სახელდება.

თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმზე განხორციელებული ზიანის შემცირების მიზნით, შეიქმნა არაერთი თამბაქოს ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც გასახურებელი ტექნოლოგიის მეშვეობით წარმოქმნის არა კვამლს, არამედ - აეროზოლს. წვის პროცესის უგულებელყოფის შედეგად კი მოწყობილობა მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარების დროს გამოყოფილ მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას, შესაბამისად, ამცირებს ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს.

თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების შესაძლო პოტენციური სარგებლის შესახებ დავა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, მოწყობილობის შესაძლო სარგებელს აღიარებენ ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები, როგორებიც არის: დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება, ასევე აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია.